კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ევროპის გოგონათა ინფორმატიკის მე-4 (EGOI 2024) და ევროპის ახალგაზრდულ ინფორმატიკის მე-8 ოლიმპიადებში (EJOI 2024) ვერცხლის 1, ბრინჯაოს 3 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ევროპის გოგონათა ინფორმატიკის მე-4 (EGOI 2024) და ევროპის ახალგაზრდულ ინფორმატიკის მე-8 ოლიმპიადებში (EJOI 2024) ვერცხლის 1, ბრინჯაოს 3 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.


ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში გამართულ ევროპის გოგონათა ინფორმატიკის მე-4 ოლიმპიადაში (EGOI 2024) საქართველოს მიერ წარდგენილი ნაკრების წევრებმა ვერცხლის 1 მედალი და 1 საპატიო დიპლომი მოიპოვეს.

ნაკრების ორივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა, ნინი ჩხაიძემ ვერცხლის მედალი, ხოლო გვანცა ხვედელიძემ საპატიო დიპლომი მოიპოვა.

ნაკრების ლიდერი - გიორგი მანდარია, თანალიდერი - ქეთევან ციმაკურიძე;

ოლიმპიადა ტარდება 2021 წლიდან. საქართველომ მესამედ მიიღო მასში მონაწილეობა. წელს ოლიმპიადაში 57 ქვეყნის 195 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.


მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდულ მე-8 ოლიმპიადაში (EJOI 2024) საქართველოს მიერ წარდგენილი ნაკრების წევრებმა ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს;

ანდრია ვასაძე-კომაროვის სკოლა, ბრინჯაოს მედალი,

ვლადიმერ ფრანგიშვილი-კომაროვის სკოლა-ბრინჯაოს მედალი,

მათე რეხვიაშვილი-კომაროვის სკოლა, ბრინჯაოს მედალი,

ოთარ ციბაძე-ქუთაისის ანდრია რაძმაძის სახელობის სკოლა,ბრინჯაოს მედალი.

ნაკრების ლიდერი - გიორგი მანდარია, თანალიდერი - ბაქარ გამეზარდაშვილი;

ოლიმპიადა ტარდება 2017 წლიდან. საქართველომ მეშვიდედ მიიღო მასში მონაწილეობა. წელს ოლიმპიადაში 26 ქვეყნის 99 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

აღნიშნული ოლიმპიადებისთვის შერჩეული ნაკრების მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დააფინანსა.


კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, გულშემატკივრებს და თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს

 


ზემოთ